bulჯანდაცვის პროგრამები


,,2013 წლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“

 

 

ხელმისაწვდომია  6-დან 60 წლამდე ყველა იმ პირისთვის, ვისაც პროგრამის დაწყების დროისთვის არანაირი დაზღვევა არ გააჩნდათ.

 


,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“ ფინანასდება:

  • გეგმიური ამბულატორიული,
  • გეგმიური გადაუდებელი და გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა.
  • ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები;
  • ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა;
  • ორსულთა პატრონაჟი და მშობიარობა.

 

        ამბულატორიული მომსახურების მისაღებად მოქალაქეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს პროგრამაში მონაწილე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება (პოლიკლინიკა).

 

 


,,ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა"

 


ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის გარკვეული კატეგორიის ჯანმრთელობა დაზღვეულია სხვადასხვა კერძო სადაზღვევო კომპანიაში). აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარები არიან:

  • სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა,
  • კომპაქტურ დასახლებებში მყოფი იძულებით გადაადგილებული პირები,
  • მზრუნველობამოკლებული ბავშვები,
  • სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და რუსთაველის პრემიის ლაურეატები,
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა სახლების ბენეფიციარები,
  • სკოლა-პანსიონების ბენეფიციარები, პედაგოგები,
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა,
  • სათემო ორგანიზაციების ბენეფიციარები.

 

 


ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულები არიან აგრეთვე


  • 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვები,
  • 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალები და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცები (საპენსიო ასაკის მოსახლეობა),
  • სტუდენტები,
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთები

 

 

 

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სხვა პროგრამები

 

  • დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი;
  • იმუნიზაცია;
  • ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება;
  • ინფექციური დაავადებების მართვა;
  • ფსიქიკური ჯანმრთელობა;
  • დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა; („დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ ხორციელდება მაღალი რისკის ორსულთა და მელოგინეთა მკურნალობა).

 

 

  • დიაბეტის მართვა;
  • ტუბერკულოზის მართვა;
  • აივ­ინფექცია/შიდსი;
  • ნარკომანია;
  • დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია;
  • ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა;
  • იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა;
  • სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება;
  • სოფლის ექიმი;
  • რეფერალური მომსახურება;
  • სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება;
  • ეპიდზედამხედველობის პროგრამა;
  • უსაფრთხო სისხლი;
  • პროფესიულ დაავადებათა პრევენცია.
© 2013 “საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება"- ყველა უფლება დაცულია
artmedia