bulორგანიზაციის შესახებ

საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება (GHL&BS)

 

მიზანი: ჯანდაცვის სფეროში ჰუმანიზმის, პიროვნების პატივისცემის პრინციპების დამკვიდრება, ჯანმრთელობის დაცვის და ბიომედიცინის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვისათვის ხელშეწყობა.

საქმიანობა:             

ა) ჯანდაცვის და ბიომედიცინის სფეროსთან დაკავშირებულ კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობა;

ბ) ეთიკური ხასიათის მარეგულირებელი დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა:

–          საქართველოს ექიმის ეთიკის კოდექსი;

–          ექიმის პროფესიული საქმიანობის წესები;

გ) პაციენტის უფლებების დაცვის სხვადასხვა მექანიზმის შემუშავება–ადაპტირება და მათი პილოტირება საქართველოში:

–          პაციენტის (ჯანდაცვის) ომბუდსმენის პილოტური პროექტები; საზოგადოების ფარგლებში პირველად საქართველოში ამოქმედდა მსგავსი ინსტიტუტი;

–          პაციენტის წარმომადგენელის ინსტიტუტი სამედიცინო დაწესებულებებთან;

–          ეთიკის კომიტეტების ჩამოყალიბება და განვითარება საქართველოში

დ) პაციენტის უფლებების დაცვის საკითხებში თემის როლის გაზრდა – თემის მობილიზაციის პროექტები;

ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;

–          სასწავლო ციკლები და სემინარები ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის;

–          სასწავლო ციკლები და სემინარები იურისტებისთვის;

–          სასწავლო ციკლები და სემინარები ჟურნალისტებისთვის;

–          სემინარები საზოგადოების წარმომადგენლებისთვის;

–          საგანმანათლებლო ლიტერატურის მომზადება–გავრცელება;

–          პუბლიკაციები ზოგად მედიასა და პროფესიულ გამოცემებში.

 

პარტნიორები:

www.healthrights.ge - პროექტი ,,ადამიანის უფლებების განხორციელება პაციენტთა ზრუნველობის სფეროში". პროექტს ახორციელებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

კოალიცია ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში

© 2013 “საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება"- ყველა უფლება დაცულია
artmedia